სეზონისა და მომხმარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით, დღესდღეობით 60-ზე მეტი სახის ხორცპროდუქტს ვაწარმოებთ, თუმცა ქარხანაში 150 რეცეპტზე მეტი გვაქვს შექმნილი.
ჩვენი პროდუქციიდან ყველაზე პოპულარული “ვაკის” სოსისებია.
“ვაკის” ნატურალურ გარსაცმში გახვეული სარდელი მზადდება ტრადიციული ტექნოლოგით.
მისი მომზადება, როგორც ცეცხლზე ასევე წყალში შეგიძლიათ, თუმცა სარდელი ყველაზე კარგ გემოს გრილზე შეწვისას იღებს.
ჩვენ 'ვაკის' ქარხანაში 40-ზე მეტი სახეობის ძეხვს ვაწარმოებთ. პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება როგორც ძველი ტრადიციული, ასევე თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები.
შაშხის მოყვარულებისთვის კომპანია 'ვაკე' -ს მრავალფეროვანი არჩევანი აქვს.
ჩვენთან 10-ზე მეტი დასახელების უგემრიელეს შაშხს შეიძენთ:
'ვაკის' კუპატი მზადდება როგორც ადგილობრივი, ასევე გერმანული ტექნოლოგიების გამოყენებით.