ქართ
ENG
2017 'ვაკე' დღეს

დღესდღობით ჩვენს ქარხანაში 75 სახეობის ხორცპროდუქტებს ვაწარმოებთ, რომელთა შეძენაც, კომპანიის კუთვნილ 7 საფირმო მაღაზიაში შეგიძლიათ. 40 სახეობის ხორცპროდუქტით კი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სუპერმარკეტს ვამარაგებთ.

2016 - 'აწარმოე საქართველოში' და ახალი ქარხანა

2016 წელს 'აწარმოე საქართველოში' მივიღეთ მონაწილეობა. გადმოგვეცა მიწა, რომელზე ახალი ქარხანა უკვე შენდება. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი სიახლე. ამ წელს 'ვაკის' მრავალფეროვან ასორტიმენტს ბარბექიუსა და გრილის მიმართულებები დაემატა.

2015 სტიქია და 'ვაკის' მეორე სიცოცხლე

13 ივნისის სტიქიამ დიდი ზიანი მოგვაყენა. მართალია წყალდიდობამ 'ვაკის' ქარხანა მთლიანად დატბორა, თუმცა ფეხზე დადგომა მოვახერხეთ  და მალევე  გავაგრძელეთ ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი ხორცპროდუქტების გამოშვება.

2014 'ვაკის' განახლება

2014 წელს განვაახლეთ კომპანიის ლოგო და ყველასთვის საყვარელი ხორცპროდუქტების შეფუთვა. შევცვალეთ კორპორატიული სტილი და ჩვენი საფირმო მაღაზიების ინტერიერი. ჩვენი სლოგანი, ხარისხის ტრადიცია, ვიზუალში გამოიხატა.

2010 საფირმო მაღაზიების ქსელი

2010 წელს ბევრი სიახლე გვქონდა: ამუშავდა სადისტრიბუვიო სამსახური. დავნერგეთ შაშხის ახალი ტექნოლოგია, რისი მეშვეობითაც გავზარდეთ ასორტიმენტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, თბილისში პირველი საფირმო მაღაზიების ქსელის შექმნა იყო.

2006 ახალი პროდუქცია

'ვაკეში' მუდმივად ვცდილობთ განვვითარდეთ, ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და გავზარდოთ ასორტიმენტი. 2006 წელს ჩვენს ქარხანაში ავსტრიელი ტექნოლოგი, ჯორჯ გრუბერი, რომელთანაც კომპანიის თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს. გადამზადების შედეგად შევქმენით ნახევრად შებოლილი ძეხვი კაბანოსი და მშრალი კრაკოვული.

1998 პირველი საფირმო მაღაზია

1998 წელს გავხსენით ჩვენი პირველი საფირმო მაღაზია.

1997 ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე. სწორედ ამიტომ, ქარხანაში შევქმენით სპეციალური ლაბორატორია, რომელიც ხორცპროდუქტების ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს.

1996 'ვაკის' სოსისების 'ახალი ტანსაცმელი'

1996 წელს დავნერგეთ შეფუთვის ახალი სტანდარტი, რითიც გავზარდეთ ვარგისიანობის ვადა. მათთან საბრძოლველად ჩვენი პროდუქცია ევროპული ხარისხის მიხედვით შევფუთეთ, რაც ბრენდირებული შეფუთვის პირველი პრეცენდენტი იყო საქართველოში. სოსისების გარესაცმებს გაუკეთდა ქართულ-ინგლისური წარწერა - 'ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე'.

1992 საამქროდან ქარხნამდე

ეს წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ რთულ პერიოდში ჩვენი საამქრო ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული და დაერქვა სოსისების ქარხანა.

1990 ასორტიმენტის მკვეთრი ზრდა

7 სახეობის ახალი პროდუქტი, რომელიც დღეს ყველას უყვარს, სწორედ ამ წელს შეიქმნა. ესენია: სოსისი 'ივერია', სარდელი, კუპატი, ძეხვი - 'საექიმო', 'საჩაიე', 'მოსკოვური'. საამქროს სიმძლავრემ ამ წელს თვეში 17 ტონას მიაღწია.

1976 სოსის 'ივერიას' დაბადეა

საქართველოს ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენაა. მათ შორის ადგილს დამსახურებულად იკავებს ყველასთვის საყვარელი 'ივერიას' დაბადება. ლეგენდარული სოსისი პირველად 1976 წელს დააგემოვნეს, რომელიც ჩვენს ქარხანაში შეიქმნა. ამ წელსვე გამოვუშვით სოსისი 'საბავშვო', რომელიც სკოლის ბუფეტებიდან გახსოვთ.

 

1973 შესაბოლი ღუმელი

1973 წელს საამქროში დავამონტაჟეთ უნიკალური შესაბოლი ღუმელი, რომელიც ჩვენს ხორცპროდუქტებს უნიკალურ გემოვნურ თვისებებს სძენს. ამ ღუმელის ანალოგი მსოფლიოში სულ რამდენიმე ხორცის ქარხანაშია.

1968 შებოლილი ძეხვი

გადამეტებით შებოლილი ძეხვი - ეს იყო ახალი პროდუქტი გასაბჭოების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. ის ვიზუალით, კალორიულობით და გემოთი განსხვავდებოდა დანარჩენი პროდუქციისგან.

1964 ახალი ტექნოლოგიების წელი

ჩვენი საამქრო ყოველთვის ცდილობდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. 1964 წელს დავნერგეთ გარკვეული სამუშაოების ავტომატიზირებისა, რის შედეგადაც წარმოების რაოდენობა გაიზარდა.

1961 პირველი საამქრო

1961 წელს საქართველოში ყველა ერთ რამეზე საუბრობდა. არა, ეს არ იყო ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენა. ამ წელს თბილისში სოსისების პირველი ქარხანა გაიხსნა.

  • jalalive apk
  • apk jalalive